Logo

ზელენსკი – უკრაინის გამარჯვებით არაერთი ქვეყანა ისარგებლებს: საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, კავკასიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები

პოლიტიკა
339
Frontnews image description

უკრაინის ნატოში შესვლა იქნება ძლიერი სიგნალი მსოფლიოსთვის, რომ ეს არის ალიანსი, რომელიც იცავს და დაიცავს, და ეს არის ალიანსი, რომელსაც აქვს გამარჯვებულების გამოცდილება და გამარჯვებულების მორალური უპირატესობა, გამარჯვებულები სრულიად სამართლიან დაცვაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა.

 

“იმისათვის, რომ ეს რეალობად იქცეს, აუცილებელია, ალიანსში ყველა ჩვენმა პარტნიორმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას შეწყვიტოს კრემლის ყურება… რუსეთის შიდა ძალებმაც კი უკვე შეწყვიტეს უკანმოუხედავად კრემლის სუსტი ბატონისკენ ყურება.

 

პუტინის სიგიჟემ გამოიწვია ის, რომ მან სისუსტის გამო თავი ყრუ ბუნკერში მოიმწყვდია და ამიტომ აბსურდია ასეთი უუნარო სახელმწიფოს ასეთ უუნარო ლიდერისკენ მიხედვა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, ნატო უკრაინის უსაფრთხოების გარანტი იქნება, უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები კი ნატოს სხვა წევრების უსაფრთხოებასა და დაცვას უზრუნველყოფენ.

 

“ნებისმიერი გაყინული კონფლიქტი არის ომი. ომი, რომელიც აუცილებლად გაჩაღდება და ერთადერთი კითხვაა: როდის? მშვიდობის ფორმულას აქვს უნივერსალური სარგებელი: უკრაინა არასოდეს დათანხმდება გაყინული კონფლიქტის ნებისმიერ ვარიანტს.

 

რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებით არაერთი ქვეყანა ისარგებლებს – საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, კავკასიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

ასევე, მისი თქმით, რუსეთმაც კი ხელი უნდა შეუწყოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია რუსეთის ფედერაციის დღევანდელ საზღვრებში შენარჩუნებასთან.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები