ზელენსკი – უკრაინის ნატოში პოლიტიკური მიწვევისთვის ყველა მიზეზი არსებობს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინას აქვს ყველა საფუძველი, მიიღოს პოლიტიკური მოწვევა ნატოში გაწევრიანების შესახებ ალიანსის ივლისის სამიტზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“არსებობს ყველა საფუძველი უკრაინის ალიანსში პოლიტიკური მოწვევისთვის. არსებობს სრული გაგება უკრაინისთვის გაწევრიანებამდე უსაფრთხოების გარანტიების შესახებ”, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, გუნდთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ ვილნიუსში სამიტის გადაწყვეტილებები მართლაც მნიშვნელოვანი იყოს.
უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, გასაგებია, რომ ქვეყანა ნატოში გაწევრიანებას მხოლოდ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ შეძლებს, თუმცა სახელმწიფოს სურს, ვილნიუსში ალიანსის სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება გაწევრიანების მხარდასაჭერად.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს