Logo

ზელენსკი – უკრაინის ქალაქებში არ შეიძლება იყოს მათი დროშა, ვინც არ იცის რა არის თავისუფლება

უკრაინა
1002
Frontnews image description

უკრაინის ლურჯი-ყვითელი დროშა კვლავ აღიმართება ყველა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რადგან იქ არ შეიძლება იყოს მათი დროშა, ვინც არ იცის რა არის თავისუფლება, – ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალზე  პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

მისივე თქმით, უკრაინის დროშა კვლავ იქნება იქ, სადაც უნდა იყოს, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ქალაქებსა და სოფლებში.

 

“ის სამუდამოდ აღიმართება. მელიტოპოლში – გამარჯვების მოედანზე, სადაც არ შეიძლება იყოს ამ ომში დამარცხებულის დროშა. იქნება ლურჯი და ყვითელი. ხერსონში, თავისუფლების მოედანზე, იქ არ შეიძლება იყოს დროშა, ვინც არ იცის რა არის თავისუფლება. ლურჯი-ყვითელი იქნება აზოვკის პროსპექტზე ბერდიანსკში და ზელენაიას ხეივანზე სკადოვსკში, ენერგოდარში ატომური ელექტროსადგურის ზემოთ და კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურის ზემოთ, ანჯიგოლის შუქურაზე და საურ-მოგილაზე. სევეროს დონეცის, კალმიუსის  ნაპირებზე, ოლეშკოვსკის ქვიშების მახლობლად – იქ არ შეიძლება იყოს მათი დროშა, ვინც პირველად გაიგონებს ამ უკრაინულ სახელებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, უკრაინის დროშა იფრიალებს დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზეც.

 

“იალტაში, ქერჩში, ჯანკოიში, სიმფეროპოლში, აი-პეტრიზე იქნება უკრაინისა და ყირიმელი თათრების დროშები. რაც არ უნდა ვინმე ცდილობდეს ისტორიის შეცვლას, სწორედ ეს ფერებია ისტორიულად ყირიმთან კავშირში”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

დღეს უკრაინა ტრადიციულად დროშის დღეს აღნიშნავს.

Advertisement