ზელენსკი – უკრაინის საჰაერო თავდაცვამ დღეს რუსული რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 5 დეკემბერს რუსული რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
“მინდა მადლობა გადავუხადო საჰაერო თავდაცვის ძალებს, ჩვენს ენერგეტიკოსებს და ჩვენს ხალხს. რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდეს, ინჟინრებმა უკვე დაიწყეს ენერგიის აღდგენა, ჩვენი ხალხი არასდროს ნებდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ოკუპანტების არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე დღეს მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი




