ზელენსკი – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში ვითარება ნაწილობრივ დაასტაბილურეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხარკოვის რეგიონში სიტუაციის ნაწილობრივ სტაბილიზაცია მოახერხეს. ოკუპანტების განადგურება დრონების და არტილერიის გამოყენებით გრძელდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ვოლჩანსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვითი მოქმედებები გრძელდება.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებმა მოახერხეს სიტუაციის ნაწილობრივ სტაბილიზაცია.
“ოკუპანტები, რომლებიც შევიდნენ ხარკოვის ოლქში, ყველანაირად ნადგურდებიან. არტილერია, დრონები და ჩვენი ქვეითი ჯარი საკმაოდ ზუსტად მუშაობს. მადლობა თითოეულ მათგანს, ვინც ახლა პოზიციებზეა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს