ზელენსკი - უკრაინისთვის დამატებითი Mirage-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ შესაძლოა, მალე საფრანგეთისგან დამატებითი Mirage 2000 თვითმფრინავები მიიღოს - შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. უკრაინა ასევე მიიღებს დამატებით რაკეტებს თავისი საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის.
"მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინისთვის დამატებითი Mirage გამანადგურებლების და საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების შესახებ. დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ჩვენს დახმარებას საჰაერო თავდაცვით, ასევე რაკეტებით და დრონების წარმოებით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, 24 ოქტომბერს, "მსურველთა კოალიციის" შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას უახლოეს დღეებში ახალ სამხედრო დახმარებას გაუწევს. კერძოდ, ეს მოიცავს Mirage-ის გამანადგურებლებს და SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილ Aster-ის საბრძოლო მასალას.
იმავე დღეს, თავად ზელენსკიმ მიანიშნა პარტნიორების მიერ უკრაინის დასახმარებლად მიღებულ „საიდუმლო გადაწყვეტილებებზე“, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


