ზელენსკი – უკვე მომდევნო თვეებში ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ უფრო აქტიური ფრონტის ხაზზე


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ უახლოეს თვეებში რუსეთთან ომში შესაძლოა, უფრო აქტიური ოპერაციები დაიწყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“უკვე მომდევნო თვეებში ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ უფრო აქტიური ფრონტის ხაზზე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მსოფლიოში ჩვენი ნაბიჯების მხარდაჭერა იყოს მაქსიმალურად ეფექტური“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა, დააჩქარონ იარაღის მიწოდება უკრაინისთვის.
“ბახმუტის მახლობლად მეომრები ვერ ელოდებიან კვირების განმავლობაში რუსებისთვის საარტილერიო პასუხს. მყისიერი უნდა იყოს საფრთხის განეიტრალება. ყველა ჩვენი გადაწყვეტილება უნდა იყოს ასეთივე სწრაფი, მაგრამ რატომ არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უფრო ნელი, ვიდრე რუსული აგრესია”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, გლობალური ზეწოლა რუსულ ელიტაზე უფრო სუსტია, ვიდრე მისი მოტივი.
”თქვენი სურვილი დაიცვათ თქვენი დემოკრატიები ნაკლებად გადამწყვეტია, ვიდრე მათი განზრახვა, ვისაც სურს მსოფლიო ომი დემოკრატიის წინააღმდეგ. დემოკრატიებს დახმარება სჭირდებათ ახლა, წელს და არა ოდესღაც. ჩვენ შეგვიძლია ეს უზრუნველვყოთ, მაგრამ ვიმოქმედოთ! გთხოვთ, კოლეგებო, იმოქმედეთ!” – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს