ზელენსკი – უკვე წელს შეგვიძლია აგრესორის დამარცხება შეუქცევადი გავხადოთ და ომი დასრულდეს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკვე წელს უკრაინამ პარტნიორებთან ერთად შეიძლება შეუქცევადი გახადოს რუსეთის დამარცხება უკრაინის წინააღმდეგ ომში. ზელენსკის თქმით, დროა, მსოფლიომ იზეიმოს ომის დასრულება უკვე წელს.
ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “ახლა მოქმედების დროა”.
”ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს ომი საბოლოოდ დასრულდეს, მაგრამ დასრულდეს სამართლიანად და სამართლიანი მშვიდობით”, – აღნიშნა მან.
ზელენსკის თქმით, უკრაინა და მთელი ევროპა უნდა იყოს თავისუფალი, უკრაინის და ევროპის ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს.
“ახლა არის დრო, რომ ამ ომის დასრულება უკვე წელს აღვნიშნოთ. უკვე წელს შეგვიძლია აგრესორის დამარცხება შეუქცევადი გავხადოთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


