Logo

ზელენსკი – უკვე ვხედავთ კონკრეტულ თარიღებს, როდესაც შეიძლება იყოს ახალი და ძლიერი დოკუმენტები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ

უკრაინა
20.01.2024 / 23:23
Frontnews image description

უკრაინა უკვე ხედავს კონკრეტულ თარიღებს, როდესაც შეიძლება იყოს ახალი და ძლიერი დოკუმენტები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“უკვე მიმდინარეობს სამუშაოები მომავალი კვირის გეგმებზე, ეს ასევე ეხება პარტნიორებთან ურთიერთობას ევროპაში, ევროკავშირში. ჩვენ დავამატებთ აქტიურობას და ეს ასევე ეხება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, მზადდება ახალი შეთანხმებები პარტნიორებთან – ძლიერი ორმხრივი შეთანხმებები.

 

“იანვარმა და თებერვალმა უნდა მოიტანოს შესაბამისი შედეგები. ჩვენ უკვე ვხედავთ კონკრეტულ თარიღებს, როდესაც შეიძლება იყოს ახალი და ძლიერი დოკუმენტები. მადლობელი ვარ მთელი ჩვენი გუნდის, რომელიც ჩართულია მოლაპარაკებებში, ყველა იმ ლიდერს, იმ სახელმწიფოს, რომელიც მზად არის ნამდვილად ამბიციური გადაწყვეტილებებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოების გარანტიების მთელი არქიტექტურით – ახალი არქიტექტურით – უკრაინა რეალურად აცოცხლებს საერთაშორისო სამართლის სისტემას.

 

“და როცა უკრაინაში სამართლიანობა დაბრუნდება, როცა ჩვენი უსაფრთხოება აღდგება, ეს იმუშავებს სხვებისთვის მსოფლიოში“, – აღნიშნა მან.

 

Advertisement