Logo

ზელენსკი – უნდა აღვადგინოთ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა ყირიმის ჩათვლით

უკრაინა
1338
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა გააგრძელებს თავისი ტერიტორიების გათავისუფლებას რუსი ოკუპანტებისგან, 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ყირიმის ჩათვლით.

 

“რთული მდგომარეობაა ფრონტზე, მაგრამ ჩვენ ვდგავართ და გავაგრძელებთ ჩვენი მიწის გათავისუფლებას. ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ უნდა აღვადგინოთ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ყირიმის ჩათვლით, ეს სრულად შეესაბამება გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებს“, – განაცხადა მან.

 

უკრაინის პრეზიდენტმა დღეს რუსეთის ფედერაციაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველად ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან სატელეფონო საუბარი გამართა.

 

ასევე ჩინეთში, ლიდერ სი ძინპინგსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის საუბრის შემდეგ განაცხადეს, რომ გაგზავნიან სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინაში “კრიზისის” მოსაგვარებლად.

 

რამდენიმე დღის წინ ჩინეთის ელჩმა საფრანგეთში ლუ შაიმ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დააყენა. მისივე თქმით, ყირიმი თავდაპირველად “რუსული იყო”.

 

ჩინელი დიპლომატის განცხადებებს მწვავე კრიტიკა მოჰყვა ევროპასა და უკრაინაში, რის შემდეგაც სკანდალური ინტერვიუ წაიშალა, ჩინეთში კი განაცხადეს, რომ პატივს სცემენ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს.

Advertisement