ზელენსკი – უსაფრთხოების გარანტიები აძლიერებს უკრაინას, მაგრამ არ ცვლის ნატოში გაწევრიანების მიზანს


ავტორი
Front News საქართველო
ქვეყნებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებები (უსაფრთხოების გარანტიები) აძლიერებს უკრაინას, მაგრამ არ წარმოადგენს ქვეყნის მიზნის შემცვლელს, გახდეს მომავალში ნატოს წევრი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
პრეზიდენტმა ვაშინგტონში ნატოს 75-ე სამიტის ბოლოს უკრაინის ხელშეკრულების მიღებისას აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა “ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების საიმედო არქიტექტურაზე“.
“ისინი აძლიერებენ უკრაინას, მაგრამ არ ცვლიან მიზანს, გახდნენ ნატოს წევრი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, არსებობს 23 “ძლიერი შეთანხმება და იქნება შეთანხმებები სხვა ქვეყნებთან“.
“ჩვენ შეერთებულ შტატებთან გვაქვს ისტორიულად მნიშვნელოვანი უსაფრთხოების შეთანხმება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მთელი ეს სამუშაო ხელს უწყობს გრძელვადიანი ვალდებულებების მიღებას: სამხედრო დახმარებას, დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემებს, პროგრესს F-16 თვითმფრინავების გადაცემაში და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.
“უკრაინის შეთანხმება ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ურთიერთობებს, უკრაინისა და ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დოკუმენტი ღიაა სხვა ქვეყნების ხელმოწერისთვის და აფიქსირებს გრძელვადიან სამხედრო და თავდაცვით მხარდაჭერას.
ზელენსკიმ ასევე უკრაინა-ნატოს საბჭოზე განაცხადა, რომ ქვეყანა “იმსახურებს მოწვევას ნატოში” და ისაუბრა უკრაინის როლზე ევროპის უსაფრთხოებაში რუსული აგრესიის ფონზე.
“მადლობელი ვარ უკრაინა-ნატოს საბჭოსთვის, რომელიც შეიქმნა იმისათვის, რომ ალიანსისკენ ჩვენი გზა ხილული იყოს და ნატოში უკრაინის ნამდვილი ბილეთი ამ ომის სამართლიანი დასასრულია.
ნატოში უკრაინის გარეშე ევროპული უსაფრთხოება არასოდეს იქნება სრული“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინა ალიანსის მიღმა არის ცდუნება რუსეთისთვის, რომ ისევ და ისევ სცადოს აგრესია, გახდეს დამპყრობელი, შევიდეს უკრაინასა და სხვა ქვეყნებში.
“ამიტომ, ჩვენი თანამშრომლობის ყველა ფორმატი, მათ შორის ეს, უნდა იყოს ხიდი ამ ომში უკრაინის გამარჯვებისთვის.
ჩვენი გამარჯვება უნდა გახდეს ხიდი ხანგრძლივი მშვიდობისაკენ მთელი ევროპისთვის. ეს ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს ერთ ძლიერ სიტყვას – მოწვევას. უკრაინა ნატოში მოწვევას იმსახურებს. ეს ნდობა შეუქცევადად გახდება ალიანსის ახალი ძლიერი საყრდენი. მხოლოდ ძლიერი გადაწყვეტილებები ადგენენ გამარჯვებულებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა