ზელენსკი – ვაგრძელებთ მუშაობას პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივაზე, სამხედროების უკრაინაში განთავსებასთან დაკავშირებით

ავტორი
Front News საქართველო
ვაგრძელებთ მუშაობას პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივაზე, სამხედროების უკრაინაში განთავსებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობისკენ მიმავალი გზის სტაბილიზაციას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკის თქმით, მას ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა ემანუელ მაკრონთან.
“ვიზიარებთ საერთო ხედვას: საიმედო გარანტიები აუცილებელია მშვიდობისთვის, რომლის მიღწევაც ნამდვილად შეიძლება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივაზე, სამხედროების უკრაინაში განთავსებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობისკენ მიმავალი გზის სტაბილიზაციას“, – წერს ზელენსკი.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




