ზელენსკი – ვამზადებთ ნაბიჯებს, რომ აღჭურვილობასა და ლოგისტიკაში რუსების დანაკარგები გაიზარდოს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელი სამხედროები ამზადებენ გადაწყვეტილებებს, რათა გაზარდონ რუსი ოკუპანტების დანაკარგები აღჭურვილობასა და ლოგისტიკაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დილით იყო მოხსენებები სამხედროებისგან. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ანატოლი ბარგილევიჩმა ისაუბრეს ფრონტის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებაზე – პოკროვსკის, ასევე დონეცკისა და ხარკოვის რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.
“ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი ზოგიერთი ფუნდამენტური გადაწყვეტილება – ის ნაბიჯები, რომლებსაც ვამზადებთ, რათა ოკუპანტმა დაკარგოს მეტი ლოგისტიკა, მეტი აღჭურვილობა და ომის გაფართოების მეტი იმედი.
რუსეთისთვის ეს ყველაფერი მარცხით უნდა დასრულდეს და მხოლოდ ასე წააგებს უკრაინის წინააღმდეგ ომის იდეას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ რუსეთმა წააგოს, მუშაობა მიმდინარეობს არა მხოლოდ ფრონტზე, არამედ დიპლომატიის სფეროშიც.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა