ზელენსკი – ვემზადებით საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის, ამაზე უკვე შევთანხმდით


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა ყოველთვის განიხილავს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, ეს ხდება მსოფლიოს ლიდერებთან თითქმის ყველა შეხვედრაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ჩვენ ასევე ვემზადებით საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის – ამაზე უკვე შევთანხმდით. და თითქმის ყველა შეხვედრაზე, რომელიც მე მაქვს ლიდერებთან, თითქმის ყველა მოლაპარაკების დროს, დგება ეს თემა – საჰაერო თავდაცვის თემა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინას ექნება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინელების დასაცავად რუსული თავდასხმებისგან.
”იქნება უფრო მეტი სისტემა, მეტი ცის დაცვა”, – აღნიშნა მან.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს