ზელენსკი – ვემზადებით შეხვედრებისთვის და მოლაპარაკებებისთვის ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად


ავტორი
Front News საქართველო
მალე უკრაინის წარმომადგენლები უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრებს გამართავენ. ეს აუცილებელია ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მხოლოდ ახალი წლის პირველ სამ დღეში რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ გამოიყენა 300-ზე მეტი თავდასხმის დრონი და 20-მდე რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური.
“ასეთი რუსული ტერორი, რომელიც არ კარგავს ინტენსივობას, მოითხოვს როგორც ჩვენგან, ისე ყველა პარტნიორისგან, არ შევამციროთ აქტივობა ჩვენი საჰაერო ფარის, მისი სისტემის ყველა ელემენტის განვითარება – Patriot-დან მოძრავ სახანძრო ჯგუფებამდე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინას მუდმივად სჭირდება საჰაერო თავდაცვის რაკეტების მარაგის შევსება.
“მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, ვინც გვეხმარება, მომავალ კვირას ვემზადებით შეხვედრებისთვის და მოლაპარაკებებისთვის ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. შესაბამისი სამუშაოების განრიგი უკვე წინასწარ არის შეთანხმებული“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს