Logo

ზელენსკი – ვერ გაგვტეხენ, ოკუპანტებს სამართლიანი სასჯელი და მომავალი თაობებისგან დაგმობა ემუქრებათ

უკრაინა
844
Frontnews image description

კიევზე თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ტერორისტული თავდასხმა გრძელდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“მთელი ღამე და მთელი დილა მტერი ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას. კამიკაძე დრონები და რაკეტები უტევს მთელ უკრაინას. დარტყმებია კიევში საცხოვრებელ კორპუსზე.

 

მტერს შეუძლია ჩვენს ქალაქებზე დარტყმა, მაგრამ ჩვენ ვერ გაგვტეხენ.

 

ოკუპანტებს მხოლოდ სამართლიანი დასჯა და მომავალი თაობების მიერ დაგმობა ემუქრებათ. ჩვენ გავიმარჯვებთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement