Logo

ზელენსკი – ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტს, განვიხილეთ საომარი მოქმედებების მიმდინარეობა და პროცესები, რომლებიც რუსეთში მიმდინარეობს

უკრაინა
858
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთში არსებული ვითარება განიხილეს.

 

“ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. განვიხილეთ საომარი მოქმედებების მიმდინარეობა და პროცესები, რომლებიც რუსეთში მიმდინარეობს. მსოფლიომ უნდა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, სანამ საერთაშორისო წესრიგი არ აღდგება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

ზელენსკიმ საუბრისას მადლობა გადაუხადა ბაიდენს უკრაინის დაუღალავი მხარდაჭერისთვის.

 

“მნიშვნელოვანია უკრაინის შესაძლებლობების შემდგომი გაზრდა ჩვენი ცის დასაცავად. ამ კონტექსტში მე ასევე მადლობა გადავუხადე საავიაციო კოალიციის მხარდაჭერისთვის. განვიხილეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება შორი დისტანციის იარაღზე აქცენტით”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

 

მისივე თქმით, მადლიერია შეერთებული შტატებისა და ამერიკელი ხალხის მზადყოფნის გამო, გვერდში დაუდგეს უკრაინას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყველა ტერიტორიის სრულ განთავისუფლებამდე.

Advertisement