Logo

ზელენსკი ვილნიუსის ნატოს სამიტში მონაწილეობას მიიღებს

უკრაინა
1058
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსის ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

 

პირველ რიგში, სამიტში უკრაინის ლიდერის მონაწილეობა დაადასტურა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე გამოსვლისას. მოგვიანებით, სამიტის ოფიციალურ პროგრამაში გაჩნდა ზელენსკის და სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელიც სამიტის მეორე დღეს – 12 ივლისს არის დაგეგმილი.

 

მანამდე ვილნიუსის სამიტში ზელენსკის მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, რადგან უკრაინის პრეზიდენტმა უარი თქვა მონაწილეობაზე, თუ იქ რეალური ნაბიჯები არ გადაიდგმებოდა უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

 

სამიტის განრიგში ცვლილებები და ზელენსკის პრესკონფერენციის ჩანიშვნა სავარაუდოდ, იმაზე მეტყველებს, რომ კიევს მაინც დაჰპირდნენ რამდენიმე მნიშვნელოვან წინადადებას, რომელიც ვილნიუსში გამოცხადდება.

Advertisement