ზელენსკი ვილნიუსში ნატოს სამიტზე ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ვილნიუსში პირველად ჩავიდა.
ვილნიუსში იმყოფება უკრაინის პირველი ლედი ელენა ზელენსკაც.
დღეს ვილნიუსში ნატოს წევრი ქვეყნების სამიტი დაიწყო. მასში უკრაინაც მონაწილეობს.
კიევს სამიტზე ალიანსში გასაწევრიანებლად სურს მიწვევა, ამასთან, უკრაინას ესმის, რომ ნატოს სრულუფლებიანი წევრი შეიძლება გახდეს მხოლოდ რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ.
ლიეტუვის ელჩი ნატოში მიიჩნევს, რომ უკრაინა სამიტზე ნატოში მოწვევას არ მიიღებს, თუმცა ის განსაზღვრავს უფრო მკაფიო პროცედურას, თუ რა პირობებში შეუძლია უკრაინას მისი მიღება.
გარდა ნატოს წევრობის მოწვევისა, უკრაინას სურს უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთისგან, სანამ ის ალიანსის სრულუფლებიანი წევრი არ გახდება.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს