ზელენსკი – ვიპოვით ყველა დამნაშავეს, პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მტერმა მიკოლაივში კერძო სახლებს, ისტორიული შენობასა და მაღალსართულიან შენობას შავი ზღვიდან გაშვებული “კალიბრის” რაკეტები ესროლა.
“ოკუპანტი ქვეყანა ერთი დღით არ წყვეტს იმის მტკიცებას, რომ ამ ომის მთავარი მიზანია ტერორი და უკრაინელების და ყველაფერი უკრაინულის განადგურებაა. ღამით რუსებმა მიკოლაივს ესროლეს”, – წერს პრეზიდენტი.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ცნობილია ერთი გარდაცვლილის და 23 დაშავებულის შესახებ, მათ შორის ერთი ბავშვია.
“მარადიული ხსოვნა დაღუპულებს და მალე გამოჯანმრთელება დაჭრილებს. ეს არის კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ ტერორისტების ხელით. ჩვენ ვიპოვით ყველა დამნაშავეს. პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fzelenskiy.official%2Fvideos%2F3008041312823975%2F&show_text=false&width=560&t=0″ width=”560″ height=”314″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი