ზელენსკი – ვიპოვით ყველას, ვინც მონაწილეობს ამ ტერორში, ყველა აგებს პასუხს მაქსიმალურად


ავტორი
Front News საქართველო
შაბათს, 14 იანვარს, ქალაქ დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმაში მონაწილე ყველა პირი უნდა დაისაჯოს. მსოფლიომ უნდა შეაჩეროს რუსული ტერორი, – ამის შესახებ უკრაინა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, შემთხვევის ადგილზე მაშველები იმყოფებიან, რომლებიც ნანგრევებში მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ.
“ჩვენ ვიბრძვით ყველა ადამიანისთვის, ყველა სიცოცხლისთვის. ვიპოვით ყველას, ვინც მონაწილეობს ამ ტერორში. ყველა აგებს პასუხს მაქსიმალურად”, – წერს ზელენსკი.
დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 39 დაიჭრა, მათ შორის 7 ბავშვი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ყველაზე პატარა 3 წლისაა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს