ზელენსკი – ვიქტორ მედვედჩუკი დაკავებულია


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელი დეპუტატი „ოპოზიციური პლატფორმიდან – სიცოცხლისთვის” ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს. დაკავების შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გააკეთა.
“სპეციალური ოპერაცია ჩატარდა უსაფრთხოების საბჭოს წყალობით. ყოჩაღ! დეტალები მოგვიანებით”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
იმავდროულად, რუსული გამოცემა TASS აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ეჭვქვეშ დააყენა მედვედჩუკის დაკავების ფაქტი და განაცხადა, რომ დაკავების ფოტო სავარაუდოდ, გადამოწმებას საჭიროებს.
მედვედჩუკი ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატში და „ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების“ ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში. რუსეთის თავდასხმამდე ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, წინა დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მედვედჩუკი გაიქცა. ცნობილია, რომ მას რუსეთის პრეზიდენტთან ნათელმირონი აკავშირებს – ვლადიმირ პუტინი მედვედჩუკის შვილის ნათლიაა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს