ზელენსკი ვიზიტით ბელგიაში ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 11 ოქტომბერს, ვიზიტით ბელგიაში ჩავიდა, სადაც ის რამდენიმე შეხვედრას გამართავს.
რუმინეთის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ბელგიაში, კერძოდ ბრიუსელში ჩავიდა. დღეს ნატოს შტაბ-ბინაში ბრიუსელში რამშტაინის ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
ზელენსკი, სავარაუდოდ, მიიღებს მონაწილეობას რამშტაინის შეხვედრაში, რომელშიც ასევე იქნებიან პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. უკრაინის პრეზიდენტი ბელგიის მთავრობასაც შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ბელგია ევროკავშირში თავმჯდომარეობას 2024 წლის 1 იანვრიდან გადაიბარებს.
10 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი რუმინეთის ლიდერს კლაუს იოჰანისს შეხვდა. განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, მათ შორის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, ავიაციის და სხვა თავდაცვის კოალიციების განვითარება და შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს