ზელენსკი – ზოგიერთი რამ კამერის მიღმა უნდა განიხილებოდეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების ხალხს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და კონგრესს მხარდაჭერისთვის.
Fox News-სთან ინტერვიუს დროს, კითხვაზე, გრძნობს თუ არა, რომ მან გაანაწყენა ტრამპი და ბოდიში უნდა მოიხადოს, ზელენსკიმ მადლიერება გამოხატა ამერიკელი ხალხის, აშშ-ის პრეზიდენტის და კონგრესის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის გამო.
ტრამპთან სკანდალურ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ზელენსკიმ განაცხადა: “ვფიქრობ, ცუდი არაფერი გაგვიკეთებია (ტრამპთან შეხვედრაზე), მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაცები კამერების გარეშე უნდა განვიხილოთ”.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს