Logo

ზელენსკიმ 18 კომპანიას სანქციები დაუწესა

უკრაინა
1394
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დააწესა 18 კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც დაეხმარნენ რუსეთის ფედერაციას უკრაინის წინააღმდეგ ომში.

 

კომპანიები რუს ოლიგარქებთან – მიხაილ ფრიდმანთან, პიოტრ ავენთან და გერმან ხანთან არიან დაკავშირებული.

 

“ახალი სანქციური ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან. შეზღუდვები დაწესდა 18 იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან ტერორისტული სახელმწიფოს პოტენციალთან. მე დღეს მოვაწერე ხელი შესაბამის განკარგულებას.

 

ჩვენი პრინციპი ნათელია: უნდა დაიბლოკოს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის საქმიანობა, რომელსაც ემყარება რუსეთის რეჟიმი დაატეროროს უკრაინა და წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

სანქცირებულ კომპანიებს შორის არიან – ABH Holdings SA, ABH Ukraine Limited, AlfaStrakhovanie Holdings Limited, ABH Financial Limited, AB Holding Joint Company, UNS-Holding Limited Liability Company, AlfaStrakhovanie Joint-Stock Company, AS Finance Limited Liability Company, AS Finance Limited Company, AS Holding Limited, AlfaStrakhovanie-Life Limited Company, Seline Limited, masline Holdings Limited, Fostar Limited, Ext Ltd, Viviga Limited, Fairacre Holdings Limited და Alfa Capital Holdings Limited.

 

მათი ნაწილი დარეგისტრირებულია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და კვიპროსზე.

 

სანქციები დაწესებულია 10 წლის ვადით.

Advertisement