
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი სანქციების დაწესების შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.
შეზღუდვების სიაში შედის სირიის ლიდერი ბაშარ ალ-ასადი, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსეთის ომში მხარდაჭერა გამოაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, სანქციები 300 ფიზიკურ და 141 იურიდიულ პირს შეეხება.
ბაშარ ალ-ასადის გარდა, შეზღუდვების სიაში შედის სირიის პრემიერ-მინისტრი ჰუსეინ არნუსი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ფეისალ ალ-მიკდადი, ასევე “შაჰედების” ირანული მწარმოებელი.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს