ზელენსკიმ ავდიივკაში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები მოინახულა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 29 დეკემბერს, დონეცკის რეგიონში ავდიივკაში ჩავიდა, რომელსაც რამდენიმე თვეა, რუსი ოკუპანტები აქტიურად უტევენ. მან უკრაინელი დამცველების პოზიციებზე არსებული მდგომარეობა და მებრძოლების საჭიროებები განიხილა.
“ავდიივკა. მე მოვინახულე 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის პოზიციები. ფრონტის ერთ-ერთი ყველაზე რთული სექტორი”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებს, საუკეთესოებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა, უკრაინის გმირის “ოქროს ვარსკვლავი” კი უმცროს სერჟანტს იგორ ტიმოშჩუკს.
“მეთაურთან განვიხილეთ თავდაცვითი მდგომარეობა, ძირითადი საჭიროებები… მადლობას ვუხდი ყველას ფრონტის ხაზზე გაწეული სამსახურისთვის, ამ წლისთვის, რომელმაც მთელი ქვეყანა გადარჩა ასეთი ჯარისკაცების წყალობით. მათ ვინც იცავს ჩვენს სახელმწიფოს, რაც არ უნდა იყოს. მათ, ვინც ყოველ დღე იძლევა საბრძოლო შედეგს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს