ზელენსკიმ ბაიდენს გლობალური სამშვიდობო სამიტის მოწყობა შესთავაზა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ტელეფონო საუბრისას გლობალური სამშვიდობო სამიტის მოწყობის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი Twitter-ზე წერს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ცდილობს მშვიდობის მიღწევას და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ მიზნის მისაღწევად საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაცია.
სწორედ ამიტომ, G20-ის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტმა წარმოადგინა მშვიდობის ფორმულა, რომელიც ითვალისწინებს ათ კრიტიკულ ნაბიჯს ომის დასასრულებლად.
სატელეფონო საუბრისას ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბაიდენს 9 დეკემბერს გამოცხადებული თავდაცვის დახმარების კიდევ ერთი პაკეტისთვის, ასევე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და რუსული აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციისთვის.





