Logo

ზელენსკიმ ბელარუსში უკრაინის ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინა
711
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსში უკრაინის ელჩი იგორ კიზიმი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

 

შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

კიზიმი ბელარუსში უკრაინის ელჩის თანამდებობას 2017 წლის თებერვლიდან იკავებდა.

 

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, როდესაც რუსულმა ტანკებმა ბელარუსიდან გაარღვიეს უკრაინის საზღვარი, უკრაინის ხელისუფლებამ მინსკთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის გადაწყვეტილება არ მიიღო, პროტესტი შემოიფარგლებოდა ბელარუსის ელჩის დაბარებით და საპროტესტო ნოტებით.

 

ამავდროულად, 19 ივნისს ცნობილი გახდა უმაღლეს რადაში რეზოლუციის პროექტის რეგისტრაციის შესახებ, რომელიც ბელარუსის აგრესორ სახელმწიფოდ ცნობს გულისხმობს.

 

ასევე, სახალხო დეპუტატების ჯგუფი ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მოწოდებებით გამოდის, ეს ნაბიჯი საჭიროა ბელარუსის რეჟიმის პასუხისგებაში მისაცემად და უკრაინას სამომავლო რეპარაციებისთვის.

Advertisement