ზელენსკიმ გენერალური შტაბის ახალი უფროსი დანიშნა


ავტორი
Front News საქართველო
ანატოლი ბარგილევიჩი უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი გახდა. მანამდე ეს პოსტი სერგეი შაპტალს ეკავა.
“მთავარსარდლის ალექსანდრე სირსკის წინადადებით გენერალური შტაბის ახალ უფროსად გენერალ-მაიორი ანატოლი ბარგილევიჩი დაინიშნა. გამოცდილი ადამიანია, მას ესმის ამ ომის ამოცანები და უკრაინული მიზნები”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით, დღეს სირსკიმ თავისი მოადგილეების კანდიდატურები და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები განსაზღვრა.
“და მე მოვაწერ ხელს შესაბამის განკარგულებებს. ყველა არის მებრძოლი, პროფესიონალი, თითოეულს აქვს მკაფიო ცოდნა ფრონტისა და უკრაინელი ჯარისკაცების რეალური საჭიროებების შესახებ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე ბარგილევიჩი ტერიტორიულ თავდაცვის ძალებს ხელმძღვანელობდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს