Logo

ზელენსკიმ გერმანიასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ელჩები გაათავისუფლა

უკრაინა
09.07.2022 / 21:17
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა რამდენიმე ელჩი გაათავისუფლა, მათ შორისაა გერმანიაში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ანდრეი მელნიკი, – შესაბამისი ბრძანებულები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

მელნიკის გარდა, ზელენსკიმ ასევე გაათავისუფლა ლიუბოვ ნეპოპი უნგრეთში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან, ვიაჩესლავ იაციუკი ნორვეგიიდან, ევგენი პერებიინოსი ჩეხეთიდან და იგორ პოლიხა ინდოეთიდან. ეს უკანასკნელი პარალელურად ხელმძღვანელობდა დიპლომატიურ მისიებს მალდივის რესპუბლიკაში, ნეპალის ფედერალურ დემოკრატიულ რესპუბლიკაში, შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკასა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში.

 

ანდრეი მელნიკი ბოლო პერდიოში რამდენიმე სკანდალური ფრაზით გახდა ცნობილი. მათ შორის, მან გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი „გაბრაზებულ ძეხვს” შეადარა.

 

გარდა ამისა, მელნიკმა გერმანულ მედიაში ინტერვიუში თქვა, რომ „ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ბანდერამ ასობით ათასი ებრაელი მოკლა“, და ამ ნარატივს, სავარაუდოდ, რუსეთი უჭერს მხარს.

 

მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ელჩის სიტყვები, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დიპლომატის ამ განცხადებასთან დაკავშირებით პოლონელ კოლეგას ზბიგნევ რაუს ესაუბრა.

 

მელნიკი გერმანიაში უკრაინის ელჩი რვა წლის განმავლობაში იყო. მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, ანდრეი მელნიკი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნოს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები