Logo

ზელენსკიმ იაპონიას და სამხრეთ კორეას უკრაინისთვის იარაღის გადაცემისკენ მოუწოდა

უკრაინა
1297
Frontnews image description

უკრაინას სურს, რომ იაპონიამ და სამხრეთ კორეამ შეძლონ ლეტალური იარაღის გაგზავნა, რომელიც დაეხმარება ქვეყნის დაცვას რუსული აგრესიისგან, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

ზელენსკის თქმით, უკრაინას აქვს ამის სურვილი, თუმცა მას ესმის, რომ “არსებობს საკანონმდებლო და კონსტიტუციური სირთულეები”.

 

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთზე დიპლომატიური ზეწოლისა და უკრაინის ომის დიპლომატიური გადაწყვეტის ცალკეულ ფორმატებთან დაკავშირებით “მთავარია გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის პატივისცემა“.

 

“რუსეთს არ აქვს არანაირი დიპლომატიური გზის შანსი, სანამ მისი ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებიან, რაც არღვევს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს… ჩვენ ყველას გვესმის, რომ არავის არაფერი საერთო ექნება რუსეთთან, სანამ მისი ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

იაპონია და სამხრეთ კორეა იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც არ აწვდიან იარაღს უკრაინას და შემოიფარგლებიან პირადი დამცავი აღჭურვილობისა და ჰუმანიტარული დახმარების გადაცემით. ამის მთავარი მიზეზი არა იმდენად შიდა პოლიტიკური ასპექტებია, რამდენადაც კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს იარაღის სხვა ქვეყნებში ექსპორტს.

 

თუმცა, იაპონია გეგმავს უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის გამოყოფას კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. უკრაინაში ინვესტიციების ფარგლებში იაპონია 23 მილიონ დოლარს გამოყოფს სამხედრო რისკების დასაფარად.

 

ამავდროულად, სამხრეთ კორეამ უკრაინას მიმდინარე წლის აპრილში შესთავაზა, რომ მას შეეძლო გაეფართოებინა დახმარება კიევისთვის ჰუმანიტარული და ეკონომიკური მხარდაჭერის მიღმა, თუ უკრაინა მშვიდობიანი მოსახლეობაზე ფართო თავდასხმის ქვეშ მოხვდება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სეულმა კიევისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობა დაუშვა. მანამდე სამხრეთ კორეა გამორიცხავდა უკრაინისთვის ლეტალური დახმარების მიწოდების შესაძლებლობას.

Advertisement