ზელენსკიმ მაკრონთან უკრაინისთვის თავდაცვის ახალი პაკეტები განიხილა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებები გამართა.
როგორც ზელენსკიმ განაცხადა, განიხილეს თავდაცვა, მარცვლეულის შეთანხმება და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხები.
“მადლიერება გამოვხატე საფრანგეთის რესპუბლიკას მხარდაჭერისთვის, მათ შორის ძალზე მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარებისთვის”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები არაერთ საკითხს შეეხო, მათ შორის საფრანგეთიდან უკრაინისთვის შემდეგი თავდაცვის პაკეტები.
ამასთან, საუბრისას პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ თავდაცვის მრეწველობის ფორუმში საფრანგეთი და ფრანგული კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას.
ზელენსკიმ და მაკრონმა ცალკე განიხილეს “მარცვლეულის დერეფნის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ოდესის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერება, ასევე შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ მოლაპარაკებები უსაფრთხოების ორმხრივ გარანტიებზე G7-ის დეკლარაციის შესამუშავებლად.
საუბრის დასასრულს პრეზიდენტებმა განიხილეს გლობალური მშვიდობის სამიტი, რომელშიც აუცილებელია მეტი ქვეყნის მოზიდვა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს