ზელენსკიმ ოდესაში რუსების მიერ დაბომბილი ფერისცვალების ტაძარი დაათვალიერა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ფერისცვალების ტაძარს ეწვია, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსმა ოკუპანტებმა დაარტყეს.
პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურს საკათედრო ტაძრის დაზიანების მასშტაბები და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა გააცნეს, ასევე აცნობეს, რომ კულტურული ძეგლის აღდგენის შესაძლებლობებს ახლა სპეციალისტები განსაზღვრავენ.
უცხოელმა პარტნიორებმა ტაძრის აღდგენაში მონაწილეობისთვის მზადყოფნა უკვე გამოთქვეს.
23 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ოდესას რაკეტებით შეუტიეს, ერთ-ერთი ფერიცვალების ტაძარს შეეჯახა, შედეგად დაზიანდა ეკლესიის შენობა და სახურავი.
აღსანიშნავია, რომ ფერისცვალების ტაძარი არის უდიდესი მართლმადიდებლური ეკლესია ოდესაში, რომელიც დაარსდა 1795 წელს. 1936 წელს იგი მთლიანად გაანადგურეს ბოლშევიკებმა. დანგრეულის ადგილზე ახალი ტაძარი 1999-2011 წლებში აშენდა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს