ზელენსკიმ ორ გენერალს ღალატისთვის სამხედრო წოდება ჩამოართვა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ორ გენერალს ღალატისთვის სამხედრო წოდება ჩამოართვა.
გენერლის წოდება ჩამოერთვათ უკრაინის უშიშროების სამსახურის შიდა უსაფრთხოების მთავარი დეპარტამენტის ყოფილ უფროს ანდრეი ნაუმოვს და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს ხერსონის ოლქში სერგეი კრივორუჩკოს.
“ამჟამად ყველა მოღალატესთან გამკლავების დრო არ მაქვს, მაგრამ თანდათან ყველა დაისჯება”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი




