ზელენსკიმ ორბანი სამშვიდობო სამიტზე მიიწვია


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან სატელეფონო საუბარი გამართა და გლობალური მშვიდობის სამიტზე მიიწვია, რომელიც 15-16 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება.
“მე მქონდა ხანგრძლივი და მიზანზე ორიენტირებული საუბარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან და მოვიწვიე ის სამშვიდობო სამიტზე. უნგრეთის პოზიცია მნიშვნელოვანია ჩვენთვის მშვიდობის დაახლოებისა და ჩვენი საერთო რეგიონალური უსაფრთხოების თვალსაზრისით“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
15-16 ივნისს შვეიცარიაში გლობალური მშვიდობის სამიტი გაიმართება. შეხვედრის დროს დაისმება საკითხი რუსეთთან ომის სამართლიანი დასრულებისთვის უკრაინის სამშვიდობო ფორმულის შესახებ, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჯერ კიდევ 2022 წელს შესთავაზა ლიდერებს.
სამიტზე მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელია მიწვეული, მაგრამ არა რუსეთი. თუმცა, აგრესორ ქვეყანას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შემდგომ შეხვედრებში.
სამიტში მონაწილეობაზე თანხმობა უკვე გამოაცხადეს გერმანიის, ნიდერლანდების, ლიეტუვის, პოლონეთის, ლატვიის, ესპანეთის, საფრანგეთისა და სლოვაკეთის ლიდერებმა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს