ზელენსკიმ რიგი რუსი არტისტების წინააღმდეგ სანქციები დააწესა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ რუსეთის ფედერაციის რიგი არტისტების წინააღმდეგ 10 წლის ვადით ახალი სანქციები დააწესა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
დოკუმენტის მიხედვით, სანქცირებულ პირებს უკრაინული აქტივები დაებლოკებათ. გარდა ამისა, აეკრძალებათ სავაჭრო ოპერაციების შესრულება, გაუუქმდებათ ყველა ლიცენზია და ნებართვა, აეკრძალებათ ფასიანი ქაღალდების ტრანზაქცია და საავტორო უფლებების გადაცემის უფლება უკრაინაში.
სანქცირებულ პირთა სიაში არიან მსახიობი და კომიკოსი მიხაილ გალუსტიანი; იუმორისტი ევგენი პეტროსიანი; ტელეწამყვანი დანა ბორისოვა; ტელეწამყვანი ლეონიდ იაკუბოვიჩი.
მომღერლები: ვლადიმერ პრესნიაკოვი; ირინა ალეგროვა; დიმიტრი ბილანი; ლარისა დოლინა; ფილიპ კირკოროვი; სერგეი ლაზარევი;პოლინა გაგარინა; როდიონ გაზმანოვი; გრიგორი ლეპსი; პელაგია; იულია სავიჩა; ლუბოვ უსპენსკაია; მიხეილ შუფუტინსკი; იულია სავიჩევა.
პროპაგანდისტები: დიმიტრი კისელევი; ალექსანდრე დუგინი; ფიოდორ ლუკიანოვი; კრისტინა პოტუპჩიკი; ალექსანდრე პროხანოვი; ევგენი სატანოვსკი; მარგარიტა სიმონიანი.
სანქცირებულთა სიაში არიან ასევე უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ანატოლი ტიმოშჩუკი (“შახტარის” ყოფილი კაპიტანი, 24 თებერვლის შემდეგ სანქტ-პეტერბურგის “ზენიტში” დარჩა) და რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი.
სიაში სულ 119 ადამიანია.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს