ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ. კერძოდ, შეზღუდვები დაწესდა აგრესორი ქვეყნის ცნობილ სპორტსმენებზე.
№228/2023 დადგენილებით, სანქციები გამოიყენება 82 პირის მიმართ, რომლებიც ასოცირდებიან სპორტთან. მათ შორის არიან ოლიმპიური ჩემპიონები.
სიაში, მაგალითად, შედიან რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მეკარე და ცსკა-ს კლუბის მოთამაშე იგორ აკინფეევი. ამავდროულად, შეზღუდვები დაუწესდათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის სერგეი შოიგუს ქალიშვილს, რუსეთის ფედერაციის ტრიათლონის ფედერაციის პრეზიდენტ ქსენია შოიგუს, ბელარუსის რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის მინისტრ სერგეი კოვალჩუკს, ფიგურულ მოციგურავე ილია ავერბუხს და ტანმოვარჯიშე სვეტლანა ხორკინას.
ამასთან, №227/2023 დადგენილებით სანქციები შეეხება 351 ფიზიკურ და 241 იურიდიულ პირს. ფიზიკურ პირებს შორის არიან მეცნიერები და მეწარმეები, ხოლო იურიდიულ პირებს შორის – შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიები.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს