
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალური სასანქციო ოპერაციის მომზადების დავალება გასცა. გადაწყვეტილების მთავარი მიზანია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მაქსიმალური შეზღუდვა კონკრეტული მიმართულებებით.
პრეზიდენტის თქმით, ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ ყველა სახის სანქციასთან დაკავშირებით მაღალი დონის საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რუსეთს არ მიეცეს დრო, შეზღუდვებთან ადაპტირდეს.
"ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა რუსული რაკეტა, ყველა დრონი და რუსული იარაღის სხვა ტიპების უმეტესობა შეიცავს სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილ კრიტიკულ კომპონენტებს, რომელთა გარეშეც ასეთი იარაღი უბრალოდ არ იარსებებდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს რუსეთის მიერ ისეთი ტექნოლოგიების გამოყენება, რომელთა განვითარებაც მოსკოვს დამოუკიდებლად აშკარად არ შეეძლო.
"აგრესორი სახელმწიფოს მსოფლიოსთან ასეთი კავშირების შესაზღუდად მეტი ზეწოლაა საჭირო“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე, პრეზიდენტმა დაავალა სპეციალური სასანქციო ოპერაციის მკაფიო გეგმის მომზადება, რომელმაც საგრძნობლად უნდა შეზღუდოს რუსეთის სამხედრო მრეწველობა, კერძოდ, გარკვეული კომპანიები გარკვეული მიმართულებებით.
"შეხვედრის თითოეულ მონაწილეს მკაფიო ამოცანები განესაზღვრა, მოველი, რომ ისინი სრულად განხორციელდება. დიდება უკრაინას!“ - განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს