ზელენსკიმ საუდის არაბეთში ვიზიტი გადადო


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საუდის არაბეთში ვიზიტის გადადება გადაწყვიტა. მას არ სურს რაიმე “დამთხვევები“ რუსეთისა და ამერიკელი ოფიციალური პირების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის ჰკითხეს, გამართავს თუ არა ის შეხვედრებს ამერიკელ ოფიციალურ პირებთან საუდის არაბეთში ხვალ, 19 თებერვალს, რადგან ისინი იქ რჩებიან რუსებთან მოლაპარაკებების შემდეგ.
უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არ იყო მიწვეული საუდის არაბეთში რუსი და ამერიკელი ოფიციალური პირების შეხვედრაზე. ვაშინგტონისა და მოსკოვის ასეთი გეგმები კიევისთვის მოულოდნელი იყო.
“არ ვიცი, ვინ დარჩება იქ, ვინ წავა. არ მაინტერესებს. მაინტერესებს, რომ ჩვენმა პარტნიორებმა რაღაც ზედმეტი არ იფიქრონ ჩვენზე. არ მინდა რაიმე დამთხვევა და ამიტომ არ წავალ საუდის არაბეთში (ხვალ)”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ამ საკითხზე უკვე დაუკავშირდა საუდის არაბეთის პარტნიორებს და გადაწყდა, რომ ვიზიტი 10 მარტისთვის გადაიდო.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ კიევში ამერიკელ ოფიციალურ პირებს ელოდებიან.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს