ზელენსკიმ სტოლტენბერგს უკრაინა-ნატოს საბჭოს სასწრაფოდ მოწვევა სთხოვა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან მოლაპარაკებები გამართა და სთხოვა, სასწრაფოდ მოიწვიოს უკრაინა-ნატოს საბჭოს.
“ბატონ სტოლტენბერგთან განვიხილეთ ჩვენი ნაბიჯები “მარცვლეულის დერეფნის“ განბლოკვისა და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ალიანსთან თანამშრომლობით უკრაინა ახალ, უფრო მაღალ დონეზე – უკრაინა-ნატოს საბჭოს დონეზე გადავიდა.
“და ამ მექანიზმმა შეიძლება იმუშაოს. მე მივმართე იენსს წინადადებით, დაუყოვნებლივ მოიწვიოს ასეთი საბჭო შესაბამისი კრიზისული კონსულტაციებისთვის. შეხვედრა რამდენიმე დღეში გაიმართება. ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ უსაფრთხოების კრიზისი შავ ზღვაში”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
დღეს, მოლაპარაკებების დროს, ზელენსკიმ და სტოლტენბერგმა ასევე განიხილეს უკრაინის ალიანსში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯები.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს