Logo

ზელენსკიმ თავდაცვის ძალებს და სპეცსამსახურებს რუსეთის თავდასხმაზე საპასუხო ზომების მომზადება დაავალა

უკრაინა
288
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის ძალებსა და სპეცსამსახურებს დაავალა, რუსეთის მასშტაბური თავდასხმის საპასუხოდ მოემზადონ.

"უკრაინის თავდაცვის ძალებსა და სპეციალურ სამსახურებს დავავალე, წარმოადგინონ შესაძლო ფორმატები ჩვენი პასუხისთვის ამ დარტყმაზე“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელებში.

მისივე თქმით,  13 და 14 მაისს რუსეთმა მასშტაბური თავდასხმების დროს სულ 1567 დრონი და სხვადასხვა ტიპის 56 რაკეტა გამოიყენება - დრონების ჩამოგდების მაჩვენებელი 94% იყო, ხოლო რაკეტების ჩამოგდების მაჩვენებელი - 73%.

14 მაისის ღამეს უკრაინაზე რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, 39 დაშავდა. სულ მცირე 20 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

საჰაერო ძალების პრესსპიკერის იური იგნატის თქმით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დარტყმა მთელი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები