Logo

ზელენსკიმ ტერიტორიული თავდაცვის ძალების მეთაური შეცვალა

უკრაინა
999
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის ძალების მეთაური შეცვალა.

 

შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

იური გალუშკინი უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე მიმდინარე წლის 1 იანვარს დაინიშნა.

 

აღნიშნულ პოსტს დღეიდან გენერალ-მაიორი იგორ ტანციურა დაიკავებს.

Advertisement