
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამედიცინო ძალების მეთაური შეცვალა.
“დღეს არის მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილება. თავდაცვის მინისტრის რეკომენდაციით შევცვალე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამედიცინო ძალების მეთაური”, – განაცხადა მან.
ზელენსკის თქმით, სამედიცინო სამსახურის გენერალ-მაიორის ტატიანა ოსტაშჩენკოს ნაცვლად, ახალ მეთაურად სამედიცინო სამსახურის გენერალ-მაიორი ანატოლი კაზმირჩუკი დაინიშნა.
მას ქალაქ კიევის ეროვნული სამხედრო სამედიცინო კლინიკური ცენტრის “მთავარი სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის” ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.
“ამოცანა აშკარაა – და ეს არაერთხელ ითქვა საზოგადოებაში, განსაკუთრებით ჩვენი საბრძოლო მედიკოსების საზოგადოებაში – ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტურად ახალი დონის სამედიცინო დახმარება ჩვენი ჯარისკაცებისთვის”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს