ზელენსკიმ ვენედიქტოვა ლიხტენშტაინში უკრაინის ელჩად დანიშნა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოფილი გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა ლიხტენშტაინში უკრაინის ელჩად დანიშნა.
ვენედიქტოვა ამ თანამდებობაზე შვეიცარიაში ელჩობის პარალელურად იმუშავებს, სადაც ის გასული წლის ნოემბერში დაინიშნა.
“დანიშნოს უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში ირინა ვენედიქტოვა, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ლიხტენშტაინის სამთავროში“, – აღნიშნულია განკარგულებაში.
ვენედიქტოვა უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გასული წლის ივლისში გაათავისუფლეს.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი