ზელენსკიმ ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად დანიშნა


ავტორი
Front News საქართველო
დიდ ბრიტანეთში ელჩის პოსტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალის ვალერი ზალუჟნის კანდიდატურა დამტკიცდა, – ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“2024 წლის 7 მარტს, ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტმა დაამტკიცა ვალერი ზალუჟნის კანდიდატურა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანულ მხარეს გაუგზავნა აგრემანის შესაბამისი მოთხოვნა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბრიტანეთში უკრაინის ელჩის პოსტიდან ვადიმ პრისტაიკო პრეზიდენტმა ზელენსკიმ 2023 წლის ივლისში გაათავისუფლა.
რაც შეეხება ზალუჟნის, რომელიც ჯარს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ხელმძღვანელობდა, მან თანამდებობა 8 თებერვალს დატოვა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად ალექსანდრე სირსკი დაინიშნა.
9 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის და დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს კირილ ბუდანოვს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.
თაგები:
ვალერი ზალუჟნი