Logo

ზელენსკის და მისი ოჯახის შემოსავალი 2022 წელს სამჯერ შემცირდა

უკრაინა
794
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და მისი ოჯახის შემოსავალი 2022 წელს 2021 წელთან შედარებით სამჯერ შემცირდა.

 

2021 წლის დეკლარაციის მიხედვით, პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების შემოსავალმა 10 მილიონ 824 ათას 507 გრივნა შეადგინა.

 

ზელენსკის ოჯახის შემოსავალი ძირითადად შედგებოდა ხელფასების, საბანკო პროცენტების და უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავლისგან.

 

2022 წლის დეკლარაციის მიხედვით, სახელმწიფოს მეთაურის და მისი ოჯახის წევრების შემოსავალმა 3 მილიონ 692 ათას 683 გრივნა შეადგინა.

 

“პრეზიდენტის ოჯახის შემოსავალი 2022 წლისთვის შემცირდა უკრაინის ტერიტორიაზე იჯარის ხელშეკრულებების დროებით შეწყვეტის გამო, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რუსული სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შედეგად“, – განმარტავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

 

Advertisement