ზელენსკის პრესმდივანი – რუსეთის სიღრმეში დარტყმის ნებართვის შესახებ პირველები რუსები გაიგებენ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველა პარტნიორთან ერთად განიხილა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმის ნებართვის საკითხი. ერთი ცნობილია – ნებართვის შესახებ პირველები რუსები გაიგებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.
“რუსები იქნებიან პირველები, რომლებიც რუსეთის სიღრმეში დარტყმის ნებართვის შესახებ გაიგებენ და მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება”, – აღნიშნა პრესმდივანმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა მოლაპარაკება გამართა ყველა მხარესთან, რომლებზეც ეს გადაწყვეტილებაა დამოკიდებული. ესენია იტალია, საფრანგეთი, ბრიტანეთი და აშშ.
“ამჟამად არ არსებობს მკაფიო გადაწყვეტილება, მაგრამ არის უზარმაზარი ზეწოლა უკრაინის პარტნიორებზე. ვიმედოვნებთ, რომ პარტნიორები დათმობენ“, – აღნიშნა ნიკიფოროვმა.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა იყენებს პარტნიორების იარაღს რუსი აგრესორისგან თავის დასაცავად, კიევს არ აქვს ნებართვა გამოიყენოს იგი რუსეთის ფედერაციის სიღრმეში დარტყმებისთვის, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა ამ საკითხის მოსაგვარებლად აქტიურად მუშაობენ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს