Logo

ზელენსკის ვიზიტის დროს რუსებმა რობოტინოს ცეცხლი გაუხსნეს

უკრაინა
1121
Frontnews image description

რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოს მაშინ, როდესაც იქ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფებოდა, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.

 

“ეს არის რობოტინო, იქ აქტიური საომარი მოქმედებებია, შესაბამისად, იყო უფრო მჭიდრო აფეთქებები, თუმცა მე არ მოვახდენდი სიტუაციის დრამატიზებას”, – განაცხადა ნიკიფოროვმა.

 

დღეს ცნობილი გახდა ზელენსკის ვიზიტის შესახებ სოფელ რობოტინოში, რომელიც მდებარეობს ზაპოროჟიეს ოლქში, პირდაპირ ფრონტის ხაზზე.

 

უკრაინის პრეზიდენტი ეწვია 65-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ადგილს, რომელიც 2023 წლის აგვისტოში ოკუპანტებისგან განთავისუფლებულ დასახლებას იცავს.

 

ამის შემდეგ ზელენსკიმ შეხვედრა გამართა ფრონტზე არსებულ და ზაპოროჟიეს რეგიონში უსაფრთხოების ვითარებასთან დაკავშირებით. მან ასევე წარადგინა ზაპოროჟიეს რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი, რომელიც ახლახან დაინიშნა ამ თანამდებობაზე.

 

ზაპოროჟიეში ვიზიტის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი კრივოი-როგში გაემგზავრა, სადაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე შეხვედრა გამართა.

 

პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ოპერატიულად დაეხმარა ენერგომომარაგების აღდგენას უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ბოლო დარტყმების შემდეგ.

Advertisement