ზელენსკი - უკრაინელმა სამხედროებმა ბრწყინვალედ ჩამოაგდეს რუსული თვითმფრინავი საზღვაო დრონით, არის კიდევ ერთი


ავტორი
Front News საქართველო
დღეს, უკრაინელმა სამხედროებმა "ბრწყინვალედ“ ჩამოაგდეს რუსული სამხედრო თვითმფრინავი საზღვაო დრონით და კიდევ ერთი გაანადგურეს ოკუპირებულ ყირიმზე დარტყმებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"რუსული სამხედრო თვითმფრინავების ჩვენი საზღვაო დრონიდან განადგურება ბრწყინვალე იყო - უკრაინული შესაძლებლობების დასტური. ჩვენმა არმიამ ყირიმში სამხედრო ობიექტებზე ოპერაცია ძალიან ზუსტად ჩაატარა: მინუს ერთით მეტი, მეორე რუსული თვითმფრინავი 24 საათში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ოკუპირებულ ყირიმზე უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად რუსული სამხედრო საწყობებიც განადგურდა.
"მადლობელი ვარ ჩვენი ბიჭების, რომლებიც ზრდიან უკრაინის შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობებს - როგორც ცაში, ასევე ზღვაში... ყველას, ვინც მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლა, ყველას, ვინც ავითარებს და ახორციელებს ახალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს უკრაინისთვის - მადლობელი ვარ ყველასი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა დაზვერვის თანამშრომლებმა ნოვოროსიისკთან ახლოს Magura V5 საზღვაო დრონიდან რუსული სუ-30 თვითმფრინავი გაანადგურეს. ეს მსოფლიო ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც თვითმფრინავი საზღვაო დრონის გამოყენებით განადგურდა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი